აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Pfizer/ BioNTech – ის ვაქცინის მეორე დოზა მიიღო.
მან აღნიშნა, რომ ორშაბათს გუნდის წევრებთან შეხვედრები ქონდა და ხუთშაბათს, ეპიდემიასთან ბრძოლის საკუთარ გეგმას წარადგენს.
ბაიდენმა, ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სრულ ნდობას უცხადებს ვაქცინას და შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ყველამ უნდა მიიღოს. ასევე, არ უნდა დაავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გაითვალისწინონ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რჩევები: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა. ეს ვირუსის გავრცელებას საგრძნობლად შეამსუბუქებს.
ის ირწმუნება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში კორონავირუსისგან 50 მილიონი ამერიკელი აიცრება.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ”ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა 2020 წლის დეკემბერში მიიღო.
იხ. ვიდეო: