LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენს რუსეთში შესვლა აეკრძალა – მოსკოვმა აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

748
11

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია ყოველდღიურად ფართოვდება.

ამის პარალელურად, საპასუხო ზომებს მიმართავს მოსკოვიც და ამჯერად თავად, სანქციებს უწესებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.

ჯო ბაიდენისა და ენტონი ბლინკენისთვის დაწესებულ სანქციებზე რუსული მედია წერს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენს და კიდევ 12 ამერიკელ ოფიციალურ პირს რუსეთში შესვლა აეკრძალა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უპრეცედენტო სანქციების საპასუხოდ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს შეერთებულ შტატებში შესვლას რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, 15 მარტიდან რუსეთს საკუთარი სანქციების სიაში შეჰყავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული კომიტეტის შტაბის უფროსების თავმჯდომარე მარკ მილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ცნობილი ამერიკელი მოღვაწეები.

“ეს ნაბიჯი საპასუხო რეაქციაა, რომელიც გარდაუვალი იყო იმ უკიდურესად რუსოფობიური კურსის შემდეგ, რომელსაც ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია დაადგა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები