LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Johnson & Johnson-მა ტალკის პროდუქციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის დასასრულებლად მასშტაბურ შეთანხმებას მიაღწია

108
Johnson & Johnson

Johnson & Johnson-ი მზადაა, დაახლოებით, 5.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაიხადოს აშშ-ის სასამართლოებში შესული ათობით ათასი სარჩელის საპასუხოდ. მოსარჩელეთა ბრალდებით, კომპანიის საბავშვო ტალკი და ტალკის შემცველი სხვა პროდუქცია საკვერცხის კიბოს იწვევდა. თუმც J&J-ის სასამართლო დავების ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ჰაასი სარჩელებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს, აღნიშნული ისტორიული შეთანხმება მიზნად ისახავს იმ მწვავე სამართლებრივი დავის დასრულებას, რომელიც კომპანიას მთელი ათწლეულის განმავლობაში ულახავდა რეპუტაციას.

მოსარჩელეთა იურიდიულმა ფირმებმა მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, თუმცა შეთანხმების ძალაში შესასვლელად მოსარჩელეთა 95%-ის თანხმობაა საჭირო.

Johnson & Johnson-ი 3 მილიარდ აშშ დოლარს 2027 წელს გადაიხდის, ხოლო დარჩენილ ნაწილს – 2028 წელს. თუმცა მოსარჩელეთა ადვოკატის კრის სიგერის განცხადებით, საბოლოო თანხამ, შესაძლოა, 7 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს, ვინაიდან შეთანხმება განსაზღვრავს კონკრეტულ განაკვეთებს თითოეული შემთხვევისთვის და არ აწესებს მაქსიმალურ ზღვარს J&J-ის საერთო განაცემზე.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კომპანიამ სასამართლოში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მათ შორის, გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ეჭვქვეშ დააყენა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ტალკსა და საკვერცხის კიბოს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები