ბენ აფლეკსა და ჯენიფერ გარნერს ყოფილ მეუღლეებს ვეღარ ვუწოდებთ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია განქორწინდა, მათ თითქმის ყოველდღე ვხედავთ ერთად.
ახალი ფოტოები ლოს-ანჯელესშია გადაღებული. წყვილმა ვაჟთან, სემუელთან ერთად ადგილობრივ რესტორანში გადაწყვიტა სადილობა. ფოტოებზე ისინი საკმაოდ ბედნიერები და მხიარულები ჩანან, რაც ამტკიცებს , რომ განქორწინება ურთიერთობის მხოლოდ ფორმალური ნაწილია.
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლისგან განსხვავებით, აფლეკი-გარნერის წყვილი ამტკიცებს, რომ რეალური სიყვარული არასოდეს მთავრდება.