LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯომარდობისთვის საუკეთესო ადგილები საქართველოში – ბონ ვოაიჟი

452
BeFunky-collage (4)

თუკი ექსტრიმი გიზიდავთ, გიყვართ თავგადასავლები და მდინარესთან შეჭიდებით ახალი შეგრძნებების განსაცდელად მზად ხართ,ეს სპორტი თქვენთვისაა. ერთ-ერთმა სახალისო და სასიამოვნო ექსტრემალურმა სპორტმა ჯომარდობამ საქართველოში სტარტი 2012 წლიდან აიღო და დღეს უკვე ამ მიმართულებით რამდენიმე საინტერესო და უკვე მრავალჯერ დატესტილი ადგილია ჩვენს ქვეყანაში. „ბონ ვოაიჟის“ფარგლებში სწორედ ამ ლოკაციების შესახებ გიამბობთ. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ სამოსი,რომელიც უნდა იყოს მოხერხებული,თან იქონიოთ სათადარიგო სამოსიც,ფეხზე მოხერხებული დაბალი ფეხსაცმელი და სულ ესაა,ექსტრიმისთვის მზად ხართ. აქვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია:ჯომარდობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს,მიუხედავად იმისა იცის თუ არა მან ცურვა! თითოეული მონაწილე აღჭურვილი იქნება სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით. ნავს კი ჰყავს პროფესიონალი ინსტრუქტორი-გამყოლი.

ჯომარდობა ბორჯომში

“ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში” გთავაზობთ ჯომარდობას ბორჯომის ხეობაში მდინარე მტკვარზე.ინსტრუქტორი შეგირჩევთ შესაბამის სირთულეს თქვენი მომზადების დონიდან გამომდინარე. ულამაზეს ტყის წიაღში ამ სპორტით დაკავება კიდევ უფრო მეტ ადრენალინს მოგიტანთ. ჯომარდობა თრუსოს ხეობაში საჯომარდო 8 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება სოფელ ოქროყანიდან და მიუყვება მდინარე თრუსოს ულამაზეს ხეობას და სრულდება სოფელ კობში. მარშრუტი არის საშუალო სირთულის, და მასზე ჯომარდობა იდეალურია მოყვარულთათვის.

ჯომარდობა ფასანაურში

ამ სპორტით დაკავება დედაქალაქთან ახლოს ფასანაურში მდინარე არაგვზეც შეგიძლიათ.არაგვზე ჯომარდობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 5 წლის ასაკიდან, მშობლის თანხლებით. საჯომარდო 8 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება ფასანაურში და მიუყვება მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობას და სრულდება სოფელ ჭართალში. მარშრუტი არის მარტივი სირთულის, და მასზე ჯომარდობა იდეალურია მოყვარულთათვის.

 

ჯომარდობა ჯუთაში

ჯუთა რომ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში ამაზე ყველა ვთანხმდებით და თუ ვიზიტისას ჯუთას მდინარესაც დაუყვებით დაუვიწყარი შეგრძნებები ნამდვილად გელოდებათ. საჯომარდო 8 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება ჯუთადან და მიუყვება მდინარე ჯუთას ულამაზეს ხეობას და სრულდება სოფელ კარკუჩამდე. მარშრუტი არის მარტივი სირთულის, და მასზე ჯომარდობა იდეალურია მოყვარულთათვის.

ჯომარდობა ტვიშის ხეობაში

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი კი გარდა საოცარი ბუნებისა და ჰავისა ჯომარდობისთვისაც შესანიშნავი ადგილია. ველური ბუნება, კანიონები, ჩანჩქერები, მოზღვავებული ადრენალინი-ეს ყველაფერი გელით საჯომარდო მონაკვეთზე, რომელიც სოფელ ღვარდიაასთან ალპანის ხეობის გავლით იწყება და გადის ტვიშის ულამაზეს კანიონში. დაშვებისას შეგიძლიათ იხილოთ ორი სხვადასხვა ფერის მდინარის შერწყმა-რიონის და ცხენისწყალის. რაჭაშივეა მეორე მონაკვეთი ჯომარდობისთვის,რომელიც რიონის ხეობის ჭრებალო-ნიკორძირის მონაკვეთზე იწყება და ალპანის ხეობის გავლით ნიკორძირის ჩანჩქერთან სრულდება.

ჯომარდობა აჭარაში

ეს რეგიონი არა მარტო ზღვის სანაპიროებითა და მაღალმთიან ბუნებაში სანახაობებით გამოირჩევა,არამედ აქ ჯომარდობის მოყვარულთათვისაც შესანიშნავი შესაძლებლობაა. “ჯომარდობა მახუნცეთში” გთავაზობთ ჯომარდობას მდინარე აჭარისწყალზე.აქ ამ ექსტრემალური სპორტით დაკავება შეგიძლიათ ნებისმიერ მსურველს წლის ნებისმიერ მონაკვეთში. განიცადეთ ახალი შეგრძნებები, დაისვენეთ საქართველოში და აივსეთ პოზიტივით.

magti 5g