აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოშია, ჯონ კერი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.
რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.