ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი მეორე ბავშვის დაბადებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას თავად მეუღლეები ავრცელებენ. კრისიმ Snapchat-ზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი მომრგვალებული მუცელი ჩანს.
„მიხარია, რომ აღარ ვმალავ“– დააკომენტარა ტეიგენმა.
კრისი და ჯონი ერთმანეთს 2007 წლიდან იცნობენ. ოთხი წლის შემდეგ წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა, 2013 წელს კი იტალიაში იქორწინეს.
2015 წლის ოქტომბერში ტეიგენმა განაცხადა, რომ პირველ შვილს ელოდნენ.




