მუსიკოსი ჯონ ლეჯენდი და მოდელი კრისი ტეიგენი მშობლები 10 თვის წინ გახდნენ. მას შემდეგ ვარსკვლავები ცდილობენ, მუდმივად ქალიშვილის გვერდით იყვნენ. ბედნიერმა მამამ გადაწყვიტა, რომ ტურნეში „Darkness and Light“, რომელიც სტარტს სულ მალე აიღებს, პატარა ლუნაც თან წაიყვანოს.
ლეჯენდმა „ინსტაგრამზე“ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: „ყველაზე კარგი ამ ტურნეში ის არის, რომ ჩემთან ერთად იქნება ჩემი ოჯახიც. ეს იქნება ლუნას პირველი ტურნე! ის ჩემს გვერდით იქნება, ასე რომ ოჯახის დიდი ხნით მიტოვება არ მომიწევს“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კრისიმ განაცხადა, რომ მალე ის და ჯონი კიდევ ერთი ბავშვის მშობლები გახდებიან, რომელიც ქვეყანას ლუნას მსგავსად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მოევლინება.