LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლეჯენდის მეუღლე ქართველი დიზაინერის კაბით (ფოტო)

275
15313174-0-image-a-49_1561612678892

ჯონ ლეჯენდის მეუღლე ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც საზოგადოების წინაშე ქართველი დიზაინერების სამოსით ჩნდებიან.

ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში NBC-ის კომედიური ტალანტ შოუს – Bring the Funny პრემიერა გაიმართა. საღამოზე, კრისი ტეიგენი, რომელიც გადაცემის ჟიურის წევრის სკამს იკავებს, ლადო ბოკუჩავას წითელი კაბა-პიჯაკით მივიდა. ჩაცმულობას, 33 წლის ლამაზმანმა ამავე ფერის ჯუზეპე ზანოტის ღია ფეხსაცმელი და ფრანგული საიუველირო მაღაზიის, Djula ბრილიანტის საყურეები შეუხამა.

ლუქი, რომლითაც ამერიკელი მოდელი პრეზენტაციას დაესწრო, ლადოს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომლის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ზე შედგა.

 

View this post on Instagram

 

Chrissy Teigen wearing our hoops ❤ #chrissyteigen @chrissyteigen

A post shared by ????? (@djulajewelry) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები