ჯონ მეიერმა ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ განაცხადა. I Guess I Just Feel Like – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დღის სინათლეს 22 თებერვალს იხილავს.
საინტერესოა, რომ უახლესი ნამუშევრის დებიუტი ჯერ კიდევ გასული წლის 24 ოქტომბერს, iHeartRadio-ს ერთ-ერთ მუსიკალურ საღამოზე შედგა, სადაც 41 წლის შემსრულებელმა ტრეკი ცოცხლად შეასრულა.
2.22 pic.twitter.com/zJxiyjgny1
— John Mayer (@JohnMayer) February 19, 2019
შეგახსენებთ, რომ ჯონ მეიერის უკანასკნელი, მეშვიდე სტუდიური ალბომი The Search for Everything 2017 წლით თარიღდება. უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ ფირფიტას ამერიკელი მომღერლისგან ჯერჯერობით უცნობია.