LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jonas Brothers-ის ევროპული ტურნე გადაიდო – მიზეზი ნიკ ჯონასია

182
Jonas_Brothers_Happiness_Begins_Tour_2019

Jonas Brothers-ის ევროპული ტურნე, რომელსაც სტარტი მაისიდან უნდა აეღო, გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ძმის, ნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რის გამოც მას სიმღერა არ შეუძლია.

ახალი თარიღების მიხედვით, ძმები ჯონასები ევროპის მასშტაბით კონცერტებს, სექტემბრდან გამართავენ.

ტურნე ევროპული კონცერტების სერიით დასრულდება. დასკვნითი პერფორმანსით ტრიო 16 ოქტომბერს, კრაკოვში წარდგება.

შეგახსენებთ, რომ Jonas Brothers-მა 2023 წლის 12 მაისს, მეექვსე სტუდიური ალბომი – The Album გამოუშვა. დისკის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე – Five Albums. One Night. გასული წლის აგვისტოში, ნიუ-იორკიდან დაიწყო.

Jonas Brothers ევროპაში იმოგზაურებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები