პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ჯონი დეპი, ფაქტობრივად, უფულოდ დარჩა.
თავისი კარიერის მანძილზე დეპმა 650 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ამ თანხის კვალიც კი ამჟამად აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ უჩივის მსახიობი თავის ყოფილ ფინანსურ მენეჯერებს . ეს უკანასკნელები კი ამტკიცებენ, რომ დეპი არა მათი, არამედ უმიზნოდ დახარჯული ფულის გამო გაკოტრდა, რომლის დროსაც ის ფუფუნების საგნებს არ იკლებდა და მომავალზე არ ფიქრობდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ჯონი დეპი თვეში 2 მილიონზე მეტს ხარჯავდა.