LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპს “ოსკარი” არ სურს

408

“შავ მესაში” შესრულებული განგსტერის როლისთვის ჯონი დეპს წლევანდელი „ოსკარის“ ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თავად მსახიობი კინოპრემიით დაინტერესებული არ არის.

თავისი კარიერის მანძილზე ჯონი „ოსკარზე“ სამჯერ იყო ნომინირებული ფილმებისთვის: „Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl“, „Finding Neverland“ და „Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street“. მსახიობი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ამჯერადაც მხოლოდ ნომინაციით შემოიფარგლება.

„არ მინდა სიტყვით გამოსვლა. ორჯერ თუ სამჯერ უკვე წარმადგინეს ნომინაციებზე. ნომინაცია აბსოლუტურად საკმარისია“ – განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ “შავმა მესამ” „ვენეციის კინოფესტივალზე“ დადებითი კომენტარები და  შეფასებები დაიმსახურა, თავად ჯონის განსახიერებულმა როლმა კი ბოლო წლების საუკეთესო თამაშის წოდება მოიპვა, სწორედ ამის გამო უწინასწარმეტყველებენ მას წლის მთავარ ჯილდოს.

 

black-mass-johnny-depp-trailer-2-01

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები