მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ადვოკატი ამალ კლუნი გერმანიაში ვიზიტის დროს სირიელი მიგრანტების ოჯახს შეხვდნენ. სირიის რევოლუციის ხუთი წლის თავზე პოპულარული წყვილი სირიიდან დევნილ ოჯახს შეხვდა და მათი მძიმე ისტორია მოისმინა. ოჯახის წევრებმა დეტალურად უამბეს კლუნებს ემიგრაციის პერიოდში გადატანილი სირთულეებისა და იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც ოჯახმა გერმანიაში ჩასვლამდე გამოიარა. ისტორიების მოყოლის დროს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, პატარა გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
საკმაოდ ემოციური და გულახდილი იყო ჯორჯ კლუნის ისტორიაც. მსახიობმა ოჯახთან საკუთარი ისტორიაც გაიხსენა. ჯორჯ კლუნის ოჯახი ირლანდიიდან ამერიკაში ჩავიდა და უდიდესი სირთულეების გადალახვა მოუწია. ემიგარენტების ოჯახიდანაა ცნობილი ადვოკატი ამალ კლუნიც, რომლის ოჯახიც ლიბანიდან 1982 წელს, ომის დროს გამოიქცა ამერიკაში.
