ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობ ჯორჯ კლუნის სასამართლო ელის – მსახიობმა ლონდონში საკუთარ სახლს ღობე უკანონოდ შემოავლო. აღმოჩნდა, რომ კლუნის ღობე მდინარე თემზას ხედს აფუჭებს.
ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი ამალი ლონდონში 9,4 მილიონ ევროდ ნაყიდი სახლის გადაკეთების პროცესში არიან. ვილის გარშემო ღობის შემოვლებამ და მუშების ხმაურმა მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია. კლუნების სახლის რემონტისთვის 200 ხელოსანი და მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მსახიობს და მის ცოლს ღობის დანგრევისთვის 3 თვიანი ვადა მისცა.
