LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3.5 მილიონიან პროექტს ახორციელებს

100

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ დასახლებებში გაჰყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ჰყავდა.  ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია.

”პროექტის ფარგლებში ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 27 კილომეტრიან წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე ივერთუბანში 11 კმ წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g