LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – აბონენტები, რომლებსაც წყალი ხვალ დილიდან 24 საათით შეუწყდებათ

233
GWP

26 აგვისტოს, მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში – მელიქიშვილის გამზირს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, ხორავას, ლაპიაშვილის, ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის და შარაშიძის ქუჩებს; კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას და შანიძის ქუჩების ნაწილს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS – შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – gwp.ge“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g