LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიანა როდრიგესი დაღუპულ შვილზე საუბრისას ატირდა – ნახეთ რეალითი შოუს პირველი „თრეილერი“

353
Untitled.pngASF

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „ნეტფლიქსი“ ჯორჯიანა როდრიგესის შესახებ რეალით შოუს იღებს. შოუს სახელწოდებაა „მე ჯორჯიანა“, მისი პრემიერა 24 მარტს შედგება. უკვე გავრცელდა პირველი სერიის „თრეილერი“, სადაც ჯორჯიანა ოჯახის, საყვარელი მამაკაცისა და ცოტა ხნის წინ გადატანილ ტრაგედიის შესახებ საუბრობს.

მან გაიხსენა, ის მომენტი, როცა მშობიარობის შემდეგ  ერთ-ერთი ტყუპისცალი ვაჟი დაკარგა. საუბრისას ჯორჯიანამ ემოციები ვერ შეიკავა და აქვითინდა.

„ცხოვრება რთულია, მაგრამ ის გრძელდება, მე მაქვს მიზეზები, ვიარო წინ და ვიყო ძლიერი. კრიშტიანო გამუდმებით მამხნევებდა, მან მითხრა, – ჯიო, იცხოვრებ შენი ცხოვრებით, ეს შენ გჭირდება. ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოჯახი და ჩემი შვილებია, მე მადლიერი და ბედნიერი ვარ“, – ამბობს ჯორჯიანა.

რეალითი შოუს გადაღებები იწყება – ,,არაბეთის პრინცესა” აბრეშუმის შარფით, წითელი კაბით და ბრილიანტებით

„ყველამ გავიგეთ უკვე, რომ მილიარდერი ხარ“ – ჯორჯიანა როდრიგესს ახალი ფოტოების გამო აკრიტიკებენ

„ჩემი შვილის ფერფლი ჩემთანაა“ – კრიშტიანო რონალდო უახლეს ინტერვიუში გარდაცვლილ ვაჟზე ალაპარაკდა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Georgina Rodríguez (@georginagio)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები