კრიშტიანო რონალდო გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც შვილის გარდაცვალების შესახებ პირველად ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ახალშობილი ვაჟის გარდაცვალებამ ოჯახზე ძალიან იმოქმედა და ისინი დღესაც ცდილობენ ამ ტრაგედიასთან გამკლავებას.
„ჩემი შვილის ფერფლი ჩემთანაა, ისევე როგორც მამაჩემის. ისინი აქ არიან, ჩვენს სახლში“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებოდნენ, თუმცა ახალშობილი ვაჟი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„საშინელი მწუხარებით გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს, ეს არის უდიდესი ტკივილი, რომელიც მშობელმა შეიძლება განიცადოს. ჩვენ გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას, რომ მცირედი იმედი მაინც შევინარჩუნოთ. მინდა, ექიმებს მადლობა გადავუხადო, რადგან ამ ურთულეს მომენტში მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ. ჩვენი ბიჭი პატარა ანგელოზია, რომელიც ყოველთვის გვეყვარება”. – დაწერა კრიშტიანომ სოციალურ ქსელში.
კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში, 17 მილიონ დოლარად, „ოცნების სახლს“ იშენებს
„მარადიული სიყვარული“ -კრიშტიანო რონალდო ემოციურ ფოტოს ავრცელებს