LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელი: „ოქტომბრის არჩევნები EU-ში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება“

145
ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირი საპასუხო ზომების შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში, საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებს.

ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს:

„შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“ – მაიკლ როთი უმრავლესობას

„ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე“ – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. 

ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება“. – წერს ჯოზეფ ბორელი.

ჯოზეფ ბორელი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ – გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ

magti 5g