LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ

125
ჟოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ.

„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას.

დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი.

შეგახსენებთ, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებებია.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 100-მდე და დაშავდა 1 100-მდე ადამიანი.

საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები