LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი 26 წლის შემდეგ, „ნოთინგ ჰილის“ რეჟისორს შეხვდა

210
ჯულია რობერტსი 26 წლის შემდეგ, „ნოთინგ ჰილის“ რეჟისორს შეხვდა

რომანტიკული ფილმის „ნოთინგ ჰილის“ პრემიერიდან 26 წელი გავიდა, ამდენი წლის შემდეგ, ჯულია რობერტსი პირველად შეხვდა ლეგენდარული ფილმის რეჟისორს რიჩარდ კერტისს. 57 წლის რობერტსი კერტისის ქალიშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს მეგობრების ემოციური შეხვედრა და მათი ერთობლივი ფოტო წვეულებიდან. საინტერესოა, რომ „ნოთინგ ჰილმა“ გამოსვლის შემდეგ 368 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ფილმმა ასევე სამი ნომინაცია მოიპოვა „ოქროს გლობუსის“ 57-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის ჯულიამ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ანა სკოტის როლის განსახიერებისთვის.

მიუხედავად დიდი წარმატებისა, ჯულიამ უარი თქვა გაგრძელებაში მონაწილეობაზე და მიზეზად, სცენარი დაასახელა. თავის მხრივ, 68 წლის რიჩარდ კერტისმა ახსნა, რომ ახალ ფილმში მთავარი პერსონაჟების განქორწინებას აპირებდა.

უიშვიათესი ფოტო – ჯულია რობერტსი სამ ულამაზეს შვილთან ერთად

ჯულია რობერტსმა „ბროდვეის“ სპექტაკლზე 17 წლის ვაჟი გამოაჩინა

წითურთმიანი ლამაზმანი გაქერავდა – ჯულია რობერტსის საყვარელი ბენდის მხარდამჭერ ღონისძიებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები