ცნობილი ხდება, რომ ჯულია რობერთსი Apple TV+-ის ახალ მინი-სერიალში ითამაშებს, რომლის პროდიუსერიც რიზ უიზერსფუნი იქნება. სერიალის სახელწოდებაა „ბოლო, რაც მან მითხრა“ და ის დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებს. ფილმი ლორა დეივის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იქნება.
სიუჟეტი ახალგაზრდა ქალისა და მისი გერის ურთიერთობაზე გვიყვება. ჯულიას გმირი ქმრის გაუჩინარების საიდუმლოებით მოცულ ამბავს იკვლევს, ამაში მას გერიც ეხმარება. წიგნი გაყიდვაში 2021 წლიდან ჩაეშვება. მწერალი ლორა დეივი ადაპტირებულ სცენარზეც მუშაობს. მას მეუღლე, ცნობილი სცენარისტი ჯოშ სინგერი ეხმარება.