ჯულია რობერთსი და დენიელ მოდერი არასოდეს იყენებენ სოციალურ ქსელებს პირადზე საუბრისთვის. თუმცა, დედის საერთაშორისო დღეს დენიელ მოდერმა ტრადიცია დაარღვია და „ინსტაგრამზე“ იშვიათი სოჯახო ფოტო გააზიარა. ახალ ფოტოზე ოჯახი სრული შემადგენლობით პოზირებს. თავად დენიელი, ჯულია და მათი სამი შვილი, 14 წლის ტყუპები ხეზელი და ფინესი, ასევე 11 წლის ჰენრი:
„სიმპათიური დედიკო ცენტრში. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ“- ასეთი წარწერა ახლავს თავად ფოტოს.
შეგახსენებთ, რომ კინოოპერატორი დენიელ მოდერი და ჯულია რობერთსი 2002 წელს დაქორწინდნენ.



