ცნობილი ხდება, რომ რომანტიკული კომედია სახელწოდებით „ბილეთი სამოთხეში“ ეკრანებზე 2022 წელს გამოდის. ამის შესახებ ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავებმა, ჯულია რობერთსმა და ჯორჯ კლუნიმ გულშემატკივრებს თავად, ონლაინფორმატში შეატყობინეს. 53 წლის ჯულია და 59 წლის ჯორჯი ფილმში განქორწინებულ წყვილს განასახიერებენ, ისინი ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ ხვდებიან, რომ ბალიზე გაემგზავრონ და შვილს ქორწინება გადააფიქრებინონ
„ბილეთი სამოთხეში“ – ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერთსი ახალ რომანტიკულ ფილმში მონაწილეობენ
ახალ ფილმს კინოკომპანია „უნივერსალი“ იღებს და ესაა მსახიობების პირველი ეკრანული შეხვედრა 20 წლის შემდეგ. რობერთსი და კლუნი ერთად მონაწილეობენ ფილმში „ოუშენის 11 მეგობარი“.