საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებთან საუბარი ბევრ ვარსკვლავს სულაც არ სიამოვნებს, თუმცა მათ რიცხვში ოსკაროსანი ჯულიანა მური არ შედის.
54 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ ექიმებმა ის სიკვდილისგან გადაარჩინეს.
„საოცარია! ზაფხულში ხშირად ვვარჯიშობდი იოგას, თუმცა მხარზე მიღებული ტრავმის გამო იძულებული გავხდი, შემეწყვიტა ვარჯიში. ცოტა ხანში კი აპენდიციტის მწვავე შეტევა მქონდა,“ – ამბობს ჯულიანა და აღნიშნა, რომ ტკივილი გაუსაძლისი იყო.
ექიმებმა მური საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. მისმა ქმარმა რეჟისორმა ბარტ ფრეინდლიხმა კი ამოკვეთილ ორგანოს ფოტოები გადაუღო. კადრები იმდენად მოეწონა ჯულიანას, რომ მეგობრებსაც აჩვენა.