LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯვრისწერამდე გაქცევაზე ვფიქრობდი“ – რატომ გადაწყვიტეს სანდრო შელიამ და ნინა ხუბუტიამ ქორწილის რომში გადახდა

3707
ფორტუნა (10)

გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრები სანდრო შელია და ნინა ხუბუტია იყვნენ.

წყვილი, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რომიდან, სადაც ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს.

სანდრო:

„მინდოდა, განსაკუთრებულ გარემოში ყოფილიყო ჩვენი ქორწილი. გვინდოდა, ისე გაგვეტარებინა  ეს დღე, როგორც ჩვენ მოგვეწონებოდა და არ გვქონოდა დიდი ქორწილი, სადაც ნეფე-პატარძალი დაღლილები და დასტრესილები არიან. მოვიფიქრეთ, რომ ქორწილი უცხოეთში გაგვეკეთებინა“.

ნინა:

„რომი ყოველთვის ჩემი საოცნებო ადგილი იყო. არ ვიყავი აქამდე ნამყოფი და ვამბობდი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდში იქ აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი. ეს სანდროს მანამდე ვუთხარი, სანამ შეყვარებულები გავხდებოდით. ახლა კი მითხრა, რომ  „მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც შენც ოცნებებს აახდენსო“. ამიტომ როდესაც რომში ქორწილის გადახდა შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდი, მეგობრებიც კი არ გვყავდა . ჩემი და იყო ჩემი მეჯვარე და ჩემი სიძე სანდროს მეჯვარე იყო“.

სანდრო:

„ბევრს ნერვიულობდა ამინდის გამო. დიდი დრო დამჭირდა დასარწმუნებლად, რომ ოქტომბერში რომში არაჩვეულებრივი ამინდია“.

წამყვანის კითხვაზე, ჯვრისწერამდე ხომ არ გასჩენია რომელიმეს გაქცევის სურვილი სანდრო პასუხობს:

„გაქცევის შანსი არ ჰქონდა, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით“.

ნინა:

„გაქცევაზე არ მიფიქრია ჯვრისწერაზე, მანამდე ვფიქრობდი“.

ნინა განმარტავს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირს

წყვილმა გაიხსენა გაცნობის ისტორია და ის პერიოდი, როცა ნინა ძალიან „აწვალებდა“ სანდროს.

„რაღაც პერიოდი მხოლოდ ნაცნობები ვიყავით. მერე, როდესაც დავაპირე მისთვის სიმპათიები გამემხილა, საკუთარ დაბადების დღეზე გავუგზავნე ყვავილები, მაგრამ არ მიიღო“..

ნინა ამბობს, რომ „მიზეზი ის იყო, რომ სანდროს მიმართ სათანადო ნდობა არ ჰქონდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g