LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაბინეტში კონდიციონერი არ იყო, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს” – ადვოკატი განმარტავს, რატომ დაჭრა 80 წლის ექიმმა კლინიკის დირექტორი

491
უსათაურო დიზაინი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის დირექტორის დაჭრაში ბრალდებული ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძე აცხადებს, რომ მან გიორგი გალდავას დაშინების მიზნით ესროლა.

“ჩემთან კლინიკის დაცვა გამოგზავნა, კონდიციონერის პულტი მოითხოვა და არ მივეცი” – რას ჰყვება ბრალდებული ექიმი გათავისუფლების მიზეზსა და შემთხვევის დეტალებზე

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბეჟანიძის ადვოკატმა, კახა შონიამ ისაუბრა და მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

“ბრალდებულს და დაზარალებულს წლების განმავლობაში ოჯახებით ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

კონფლიქტი, წყენა იმით დაიწყო, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი კაბინეტიდან სხვა კაბინეტში გადაიყვანა, შემდეგ კიდევ სხვა კაბინეტში და საბოლოოდ, სამჯერ შეუცვალა ოთახი. ასაკოვანმა ადამიანმა, რომელსაც 55-წლიანი უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვს, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღო.

მან თავისი სახსრებით შეიძინა კონდიციონერი. ამის შემდეგ ის სხვა კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც კონდიციონერი არ იყო. მან პრეტენზია გამოთქვა ხელმძღვანელთან, ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი ჩემ ახალ სამუშაო კაბინეტში გადავიტანოო.

რატომღაც არც ახლის შეძენა მოხდა და ბრალდებულის ნაყიდი კონდიციონერიც იმ ოთახში დარჩა, სადაც იყო. როცა ბოლო კონფლიქტი მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, თან ეს სხვამ შეატყობინა. ამის შემდეგ, ის დაზარალებულის კაბინეტში ადის და ეკითხება, თუ რატომ გაათავისუფლა ის, რა დროსაც ურთიერთობა დაიძაბა, ოღონდ მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

როგორც ბრალდებული განმარტავს, დაზარალებულმა ცუდი სიტყვებით მიმართა, რაც ასაკოვანმა ადამიანმა შეურაცხყოფად მიიღო.

იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული შენახვის უფლებით. აღნიშნულ იარაღს ის საკუთარ სამუშაო ოთახში ინახავდა, რადგან სახლში მისი თქმით, ამის საშუალება არ ჰქონდა, შვილიშვილები წამოიზარდნენ, სეიფი არ მქონდაო, რის გამოც, სამუშაო ოთახში უსაფრთხოდ ინახავდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახარებული და ბედნიერია იმით, რომ ის გადარჩა. ის ზედმიწევნით ჰყვება ფაქტს, თუ რა მოხდა, როგორ განახორციელა გასროლა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც ის ამბობს, დაშინების მიზნით ესროლა”, – განაცხადა ადვოკატმა.

სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა – რა დეტალები გაიხსენა ბრალდებულმა ადვოკატთან

შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი, ამავე კლინიკის ექიმმა 5 აგვისტოს დაჭრა. 

ბრალდებულს, ცოტა ხნის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g