LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კოლეგა დაჭრა

278
დაჭრა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმი დაჭრეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.

გავრცელებული ცნობითვე დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.

ცნობილია, რომ თავდამსხმელმა მას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g