LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა – რა დეტალები გაიხსენა ბრალდებულმა ადვოკატთან

600
ექიმისსაქმე

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ექიმი ბრალს აღიარებს. ადვოკატი მას შეხვდა და როგორც უფლებადამცველი განმარტავს, დაკავებულის თქმით, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და დამიზნებით არ უსვრია.

“თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და შედის ხელმძღვანელის ანუ დაზარალებულის კაბინეტში. იქ ეკითხება – რატომ გამათავისუფლე სამსახურიდანო. ამ დროს, თვითონ ბრალდებულის განმარტებით, იქიდან მოდის ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები, ამ დროს იღებს იარაღს და შეშინების მიზნით მარჯვენა მხარეს ისვრის. ეს გასროლა ხორციელდება დაახლოებით 3-5 მეტრის მანძილიდან, ძალიან ახლო მანძილიდან. მხოლოდ დაშინების მიზნითო, ასე ხსნის. მაგ დროს არ ვიცი რა მოხდა, სავარაუდოდ, გვერდით გაიწია დაზარალებული, თვითონაც ვერ ხსნის ამ ფაქტს. ტყვია აქვს მოხვედრილი,”- აცხადებს ადვოკატი კახა შონია.

ცნობისთვის, ვენდისპანსერში ეთეიმურაზ ბეჟანიძემ კლინიკის ხელმძღვანელს გიორგი გალდავას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ოპერაციის შემდეგ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

დაკავებულ ექიმს განზრახ მკვლელობის მცდელობის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალს ხვალ წარუდგენენ.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g