LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბუს სკანდალური განცხადება ზელენსკიზე: „დიდება უკრაინას“ თუ არ თქვი, რუსეთუმე ხარ… რა თუთუმე, რის თუთუმე… „სლავა“ ჯერ აქ დაიძახეთ, ბიძიკო…“

1110
kabu

კაბუ ერთ-ერთ ინტერნეტ გადაცემაში საუბრობს იმის შესახებ, რატომ არ ემხრობა, რომ საქართველოში „დიდება უკრაინას“ იძახონ და ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის აგინებს იმ სკეტჩის გამო, რომელიც წლების წინ საქართველოს მიუძღვნა და ბევრი ქართველი გაანაწყენა:

„დიდება უკრაინას“ თუ არ თქვი, რუსეთუმე ხარ… რა თუთუმე, რის თუთუმე. რა „სლავა უკრაინე“, ბომბებს რომ ესროდნენ, ჩვენ დროშა არ დაგვიქნევია და „ია აბასრალსია“ არ გვითქვამს. რა მნიშვნელობა აქვს, ვისზე თქვა ზელენსკიმ… ეს სკეტჩი იყოო… იცი, როგორი სკეტჩები ვიცი? საქართველოზე კი არ იღადავა, დახოცილ ქართველებზე და შეშინებულ ქართველებზე იღადავა, მაგისი უტაქტო… მსახიობი ვარ მეც, მაგრამ არ მიღადავია, უკრაინაში სამშობიაროზე ბომბები რომ დაუშვეს. დარბიან და გვეძახიან, რომ ვიომოთო. არ ვიომოთ, ბიჭებო! ვისაც უნდოდა, წავიდა და ომობს. იქ ისედაც ბევრი ჩვენი ბიჭია, სხვათა შორის. არც ერთი უკრაინელის ჭაჭანება არ მინახავს აქ.

ძალიან ვგულშემატკივრობ, ძალიან მეცოდებიან და ძალიან თანავუგრძნობ, მაგრამ დიდება ჯერ საქართველოს… და მერე უკრაინას ძალიან თანავუგრძნობ… ეს რაღაც ისტერიკა მაღიზიანებს. „სლავა“ ჯერ აქ დაიძახეთ, ბიძიკო… წავიდნენ რუსები ჩვენგან? აქ აღარ არიან? მავთულხლართები ხომ არ აუღიათ შემთხვევით?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g