LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ – უცნაური წარწერები ქუჩებში და ახლა ამ კაცის აღმოჩენა, საგანგაშო სიმპტომების მატარებელია“ – ლაშა ბუღაძე თბილისში გაჩენილ სიმბოლოებზე

149
ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის ქუჩებში გაჩენილი სიმბოლოების შესახებ წერს და ჰყვება ისტორიას, როგორ შეესწრო „რუსი ტურისტის იერის მქონე“ კაცის საუბარს, რომელიც თანამოსაუბრეს ტელეფონზე ეუბნებოდა, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ.

როგორც ბუღაძე წერს, ქუჩის კამერებს მამაკაცი დაფიქსირებული უნდა ჰყავდეს და მისი პოვნა, სურვილის შემთხვევაში, ადვილი იქნება. მწერალი მიიჩნევს, რომ უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა, საგანგაშო სიმპტომების მატარებელია.

„მეგობრებო, ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ ჩემი ცხოვრების პირველი შპიონი აღმოვაჩინეთ. ჩვენი სახლის ფანჯრის ქვეშ, რომელიც როგორც ჩანს, მოყუჩებულ ადგილად მიიჩნია, „რუსი ტურისტის იერის მქონე“ კაცი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას… ჩემი ტელეფონი თან არ მქონდა და ჩაწერა თავიდან ვერ მოვასწარით.

კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ და მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ… რომ 1 თვეა ელოდებიან სიგნალს (!), რათა აქ ჩამოსულიყვნენ, – ასე გვეუბნებოდნენ, 1 კვირაში წახვალთო და არ გავიდა ეს 1 კვირა, ზუგრჩანთები არც ამოგვილაგებია სიგნალის მოლოდინშიო – არც დედას უნდა ველაპარაკოთ ტელეფონზე, არც ცოლს, არც არავისო, ყველა კონტრაქტორი ასე იქცევაო…

მარტო ყოფნა რთულია ასეთ პირობებში, სადაც კომუნაკაციაში არ უნდა შეხვიდე არავისთან და ამიტომ ჯობია, ორნი ვიყოთო. „ნე ვისოვივატსია“. მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, შევწვდი ტელეფონს ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად (რაც მოვასწარი) და რუსკი კარაბლის შესახებ დავუძახეთ, ზურგი შეგვაქცია და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე მთაწმინდისკენ… ეს მოხდა დღეს – 14:30-ზე.

ქუჩის კამერებს დაფიქსირებული უნდა ჰყავდეს. მისი პოვნა – სურვილის შემთხვევაში – ადვილი იქნება. ეს უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა – საგანგაშო სიმპტომების მატარებელია. რას ელოდებოდნენ „ერთი თვე“? ვინ შემოდის და შემოსულია საქართველოში? ვიმეორებ, ვიდეო და ფოტო მაქვს, ველი თქვენს რეაგირებას!“– წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ზურა ბატიაშვილი: ამის შემხედვარე, გინდა, არ გინდა, რუსი „ტურისტების“ მიერ კიევში ომის წინ გაკეთებული მსგავსი ნიშნები გახსენდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g