LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი თანაცხოვრებაში მყოფ ქალს ფარულად უღებდა ინტიმურ ფოტოებს, დაშორების შემდეგ კი გაუვრცელა – რა განცხადებას ავრცელებს საგამოძიებო

176
ჯტყ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 45 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები თანაცხოვრების დროს ფარულად გადაუღო, დაშორების შემდეგ კი გაუვრცელა. აღნიშნულ პირი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 იანვარს დააკავა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, ქ.თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.

მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო“, – წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g