LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა გადაწყვიტა, მთელი თავისი ცხოვრება გაყიდოს – ფასი 2,2 მილიონი დოლარია

128
Capture

ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატის მაცხოვრებელმა ინტერნეტში გასაყიდად თავისი ცხოვრება გამოდო, ფასი 2,2 მილიონი დოლარია. Daily Mail-ის ინფორმაციით, 61 წლის კაცი ამ ფულით მოგზაურობაში წასვლას გეგმავს.

სტივენ ტოლმა გადაწყვიტა გაეყიდა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. უჩვეულო შემოთავაზება მოიცავს ყველაფერს, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი ქონება – მყიდველს შეეძლება სტივენის ადგილიც კი დაიკავოს. შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული ერთადერთი რამ – მამაკაცის მეუღლე. „ბევრს სურს მისი წაყვანა, თუმცა ის მხოლოდ ჩემია“, – დააზუსტა ავსტრალიელმა.

მყიდველი მიიღებს 4-ოთახიან სახლს, მთელი ავეჯით და ტექნიკით, ასევე ეზოს და იქვე განთავსებულ ბარს. ასევე ბიზნესს, რაც გადაზიდვის სერვისს გულისხმობს და ავსტრალიელმა მის აწყობას 10 წელი დაახარჯა.

ტოლი კომპანიას სახლიდან მართავს და მზადაა იგივე ნებისმიერ მსურველს შეასწავლოს. შეთავაზება მოიცავს ფურგონს, სამ ავტომობილს, ტრენაჟორებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მათ შორის ძვირადღირებულ გიტარას.

ტოლი იმედოვნებს, რომ მყიდველი მის საცხოვრებელში გადაბარგდება და მისი ცხოვრებით დაიწყებს ტკბობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები