LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა სიზარმაცის კონკურსში 240 ადამიანი დაამარცხა

122
7394a20f-3ab6-4216-9c9c-e45132acdf06_d34e1a32

ჩინეთში 23 წლის კაცმა 33 საათი და 35 წუთი მწოლიარე მდგომარეობაში გაატარა და  სიზარმაცის კონკურსი მოიგო. ამის შესახებ  გამოცემა South China Morning Post წერს.

კონკურსის ორგანიზატორი მატრასების მწარმოებელი გახდა და გამარჯვებისთვის აუცილებელი მატრასზე რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში წოლა იყო. წამოჯდომა ან ადგომა დაუშვებელი იყო. დასაშვებად ითვლებოდა გადატრიალება, კითხვა, ტელეფონით სარგებლობა, ასევე საკვების შეკვეთა და ჭამა წამოწოლილ მდგომარეობაში. ტუალეტში სიარული არ იყო ნებადართული, ამიტომ ბევრი მონაწილე საფენებს იყენებდა.

კონკურსში მონაწილეობა  დაახლოებით 240-მა ადამიანმა სცადა, თუმცა უმეტესობას სიზარმაცე არ ეყო ბოლომდე გასაგრძელებლად. დღის ბოლოს 186-მა მონაწილემ ვერ გაუძლო და ადგა. 33 საათსა და 9 წუთში მატრასზე დარჩნენ მხოლოდ სამი ყველაზე ძლიერი მონაწილე: ორი კაცი და ერთი ქალი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მათთვის ამოცანა გაერთულებინათ და ერთდროულად ხელისა და ფეხის აწევა მოსთხოვეს. 24 წუთის შემდეგ მხოლოდ ერთი მონაწილე დარჩა.

პრიზებს სამივე ფინალისტი მიიღებს: სამი ათასი იუანი პირველ ადგილზე გასულს, ორი ათასი – მეორე ადგილზე და ათასი – მესამე ადგილზე. გამარჯვებული გეგმავს, რომ ჯილდო მეგობრებთან ერთად რესტორანში დახარჯოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები