LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა სოფელს, სადაც მისი ოჯახი ნაცისტებს ემალებოდა, 2 მილიონი ევრო უანდერძა

80
5506

ავსტრალიელი კაცი ნაცისტებს ოჯახთან ერთად ფრანგულ სოფელში ემალებოდა და გადარჩენა სწორედ ადგილობრივთა დამსახურებით შეძლო.

საფრანგეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში მდებარე პატარა დასახლება შამბონ–სურ–ლინიონი ერიკ შვამის მეხსიერებაში ერთ–ერთ უტკბილეს მოგონებად დარჩა და მამაკაცმა ის თავის ანდერძში შეიყვანა. 90 წლის ასაკში გარდაცვლილმა ავსტრალიელმა სოფელს თავისი ქონების დიდი ნაწილი, 2 მილიონი ევრო დაუტოვა.

ერიკი და მისი ოჯახი საფრნაგეთში 1943 წელს ჩავიდნენ და მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი ადგილობრივი სკოლის შენობაში იმალებოდნენ. ოჯახმა შამბონი 1950 წელს დატოვა.

ანდერძის მიხედვით მილიონები სოფელმა საგანმანათლებლო ინიციატივებს უნდა მოახმაროს.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგულმა სოფელმა 2 500–ზე მეტი ებრაელი შეიფარა და დიდი ძალისხმევის შედეგად სიკვდილს გადაარჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g