LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

197
პატიმრობა

პირს, რომელმაც კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ყოფილ ცოლს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სისტემატურად სთხოვდა, „უარის მიღების შემდეგ კი, მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა განიზრახა“.

დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 27 სექტემბერს წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„მდგომარეობა უმძიმესია, სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით“ – ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

„დიაგნოზი ძალიან საშიშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია“ – ექიმი გუგა ქაშიბაძე ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g