“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა,”- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი Telegram-ში წერს.
კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. ის ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ
“თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია”,- იმუქრება კადიროვი.
ამასთან, ის სალომე ზურაბიშვილის მიერ საგრეო კურსზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძალიან ცდება.
“სალომე ზურაბიშვილმა სხვა ვერაფერი იპოვა, გარდა ყველაფერში რუსეთის დადანაშაულებისა. ქალბატონო პრეზიდენტო ძალიან ცდებით, სწორედ რუსეთია დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით”- წერს კადიროვი.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს. ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯს კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის.
ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.