LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი ზელენსკის: შეწყვიტე ამერიკისა და ნატოს მარიონეტობა.. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა

133
BeFunky-collage

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტობა.

„თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. შეწყვიტე ამერიკისა და ნატოს მარიონეტობა..

უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა,“- განაცხადა კადიროვმა თავის მიმართვაში.

ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთა და აღნიშნა, მზად არის მიმართოს პუტინს, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავშესაფარი სწორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მისცეს.

„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია, ამიტომ დათანხმდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა შეთავაზებას და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ეს საკითხი მშვიდობიანი გზით. ვლადიმერ პუტინის პირობები ორმხრივად მომგებიანი და პროდუქტიულია. მიაქციე ყურადღებას იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი და აქცევს მათ სტრატეგიულ პარტნიორებად. ის მხარს დაუჭერს უკრაინასაც“,- განაცხადა კადიროვმა.

“არც საკვები, არც წყალი, არც წამალი. მუდმივი დაბომბვის ქვეშ” – ზელენსკის თქმით, მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g