LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვის მრჩეველი საქართველოშია – სად დააფიქსირეს ქეთა თოფურიას ქმარი

556
ქეთა და დენგოვი

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მრჩეველი და მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე ლევ დენგოვი საქართველოში იმყოფება. თბილისში მისი ყოფნის დამადასტურებელი ფოტო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ „ფეისბუკის” გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მარიამ გეგუჩაძემ ფოტო, სადაც დენგოვი მეუღლესთან ერთად იმყოფება 19 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გადაიღო.

„კადიროველი ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) ერთობა საქართველოში და უკრაინელ ჟურნალისტს, ანტიპუტინისტ გორდონს ეს მთავრობა საზღვრიდან აძევებს.

აი, მეტი როგორ უნდა თქვას ამ მთავრობამ რომ რუსია.

პ.ს. ძენგოვი ქეთა თოფურიას ქმარია, ქეთაც გვერდზე ეჯდა. ვერ მოვახერხე უბრალოდ ფოტოს გადაღება“. – წერს მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, დენგოვს დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი.

ბიზნესმენი ლევ დენგოვი (პაველ გუზბანდი) რუსეთის მიერ შექმნილ ლიბიის საკითხების დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ფედერაციის დავალებით, ცნობილია, რომ ის ლიბიიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხს კურირებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g