ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეუღლესთან, ანუკი დემურიასთან ერთად წინასაახალწლო ფოტოსესიაზე იმყოფებოდა. კადრები ფოტოგრაფმა ნათია ღაჭავამ გაგვიზიარა.
„ლაშა ტალახაძე და ანუკი დემურია ოჯახთან ერთად ❤️ ყველაზე მხიარული და თან ყველაზე თბილი საახალწლო ფოტოსესია გვქონდა.
ანუკი, ლაშა, ძალიან გამიხარდა რომ ისევ მესტუმრეთ თქვენს პრინცესებთან ერთად ❤️ ძალიან ვაფასებ თქვენს უთბილეს ოჯახს ❤️“, – წერს ნათია ღაჭავა.
