LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრი, რომელიც ისტორიას დარჩება – ანდრეა ბოჩელის კარიერის ვარსკვლავური იუბილე სცენაზე

335
87477981-0-image-a-11_1721272511

ანდრეა ბოჩელი მუსიკალური კარიერის 30 წლის იუბილეს გრანდიოზული კონცერტებით, სცენაზე აღნიშნავს. ორ საზეიმო საღამოზე, რომლებიც 15 და 17 ივლისს შედგა, იტალიელმა ტენორმა უამრავი ვარსკვლავი შეკრიბა და მათთან ერთად აუდიტორიის წინაშე, შემოქმედების ყველა ჰიტით წარდგა. დამსწრეებს შორის იყვნენ, კიმ და ქლოი კარდაშიანებიც.

ამ დღეებში გამართულმა ღონისძიებებმა ტოსკანაში, როგორც მოსალოდნელი იყო ანშლაგებით ჩაიარა. შოუების დასრულების შემდეგ, 65 წლის მულტი-ინსტრუმენტალმა ინტერნეტში ფოტო გაავრცელა. ,,ბექსთეიჯში” გადაღებულ სურათს უკვე უწოდეს – ,,საკულტო კადრი, რომელიც პოპ კულტურის ისტორიას დარჩება”. ფოტოზე, ბოჩელი ჯონი დეპთან, რასელ ქროუსთან, ედ შირანთან და უილ სმიტთან ერთადაა აღბეჭდილი. ეს უკანასკნელი სანახაობას შვილთან, ჯეიდენთან ერთად დაესწრო.

ანდრეა ბოჩელის კარიერის საიუბილეო კონცერტების სერიის დასკვნითი საღამო, რომელსაც განსაკუთრებული სტუმრების სტატუსით სხვა ცნობილი სახეები ეყოლება, 19 ივლისს ჩატარდება.

შეიძლება იყოს 8 people გამოსახულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები