ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში დანიელის და დაჩის მორიგ ვიდეოებს ავრცელებს.
როგორც კადრებიდან ირკვევა, ტყუპები ლენტეხში, ბებიას და ბაბუას სტუმრობენ.
ცოტა ხნის წინ, გიგა ცხელიშვილმა მორიგი ოჯახური ფოტო გაავრცელა ტექსტით:
„კადრი რომელსაც უშენოდ ვერ წარმოვიდგენდით, შორენა“.
ვიდეო: „დღე დასრულდა კისკისით…“ – გიგა ცხელიშვილისა და შორენა ონიანის ტყუპები ხოხვას სწავლობენ
კადრი რომელსაც უშენოდ ვერ წარმოვიდგენდით შორენა 🖤🫶
Posted by გიგა ცხელიშვილი on სამშაბათი, 05 აგვისტო, 2025
შეგახსენებთ, გიგა ცხელიშვილის მეუღლე, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.