კაფე მზიურთან პოლიციელები რჩებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კაფეს ადმინისტრაცია ავრცელებს.
“კაფეს ეზოში დავტოვეთ ასამდე პოლიციელი, რომლის იმედადაც რჩება დღეს მზიურის კაფე.
გახსნის დღიდან ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თანასწორი, ინკლუზიური სივრცე და ვიყოთ ყველას კაფე. ცისარტყელის დროშის დაკიდებით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ლგბტქ თემის მიმართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთმანეთის უფლებების პატივისცემა ყველას ვალდებულებაა.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის – დროშა არ მოგვიხსნია!”- წერია კაფეს ოფიციალურ ფეიჯზე.
“დროშას არ მოვხსნით” – კაფე მზიურის წინ სასულიერო პირები ლგბტ დროშას აპროტესტებენ