ქართველი დიზაინერი ბიჭოლა დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. ის საქართველოში ნაკლებად საქმიანობს. მის შესახებ ამბებს ძირითადად, „ფეისბუქის“ საშუალებით ვიგებთ.
ახლახან ბიჭოლამ საკუთარ გვერდზე დადო ვიდეო, რომელიც მაიამის სანაპიროზე აქვს გადაღებული და სტეფანე მღებრიშვილის ერთ-ერთ ძველ ჰიტზე ცეკვავს. ეს ვიდეო, რომელსაც დააწერა – „კაიფია“, სტეფანეს გვერდზე გააზიარა.
რასაკვირველია, მას კომენტარები და შეფასებები მოჰყვა, პირველ რიგში, სტეფანესგან, რომელმაც დაუწერა, რომ ძალიან უყვარს. „რა კარგია“, „ვაფრენ შენზე“, „ბიჭოლ, ამბობენ, რომ ქობულეთს ჯობიაო, მართალია?“, „ოქროს ბიჭი ხარ“ – უზიარებენ ემოციებს ბიჭოლას მეგობრები.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/bicholla.tetradze/videos/1246316482128618/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]