LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერი ინტერნეტ-მომხმარებლებმა გააკრიტიკეს

93

კაილი ჯენერი ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა. რამდენიმე დღის წინ, სკანდალური ოჯახის წარმომადგენელმა „ინსტაგრამზე“ თამამი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის ცნობილ თეძოებს.

ფოტომ 2 მილიონზე მეტი „მოწონება“ დაიმსახურა, თუმცა კომენტარების დიდი ნაწილი ნეგატიური ხასიათის იყო. მომხმარებლები წერდნენ, რომ ასეთი ვულგარულობა საჭირო არ არის, რომ 19 წლის გოგონა 30 წლისას უფრო ჰგავს და რომ აუცილებელი არ არის მუდმივად უკანალის დემონსტრირება.

ამის გამო ჯენერმა გადაწყვიტა, ფოტოს დაკომენტარების ფუნქცია გამოურთოს და ნეგატიური დამოკიდებულება თავიდან აიცილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები