18 წლის კაილი ჯენერი როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად იქცევს ხოლმე საზოგადოების ყურადღებას. ბევრად უფრო რეზონანსულია კენდალ ჯენერის, ასევე უფროსი დების, კიმ და ქლოე კარდაშიანების გამოჩენა. როგორც ჩანს, კაილიმაც გადაწყვიტა აქცენტი საკუთარ სექსუალურობაზე გააკეთოს.
ორშაბათს საღამოს ფოტოგრაფებმა სტუდიიდან გამოსული კაილი ჯენერი გადაიღეს, რომელიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა ტანზე მომდგარ წითელ კაბაში, რომელსაც შავი ქამარი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა. მალევე სტუდია დატოვა მისმა ბოიფრენდმ Tyga-მ, რომელსაც ასევე წითელი ფერის ზედატანი ეცვა.
რაც შეეხება კაილი ჯენერის კაბას, ის დიზაინერ Atsuko Kudo-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება 340 დოლარია. სწორედ ამავე დიზაინერის, მსგავსი მოდელის ვარდისფერი კაბით გამოჩნდა 2014 წელს კიმ კარდაშიანი.