LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა უგემოვნობის მასტერკლასი აჩვენა (ფოტო)

167

კიმ კარდაშიანი ამჯერად Keeping Up With The Kardashians-ის მორიგი ეპიზოდის ჩაწერაზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. რეალითი-შოუს ვარსკვლავი სტუდიაში მისვლისას  გადაიღეს, როცა ის სექსუალურ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. ტრადიციულად ტანზე მომდგარი შარვალი და  გამჭვირვალე ზედატანი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან იყო შეხამებული. მიუხედავად იმისა, რომ კიმმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა, მალევე დაიბრუნა ძველი ფორმები. აქვე გაურკვეველია, რა კავშირში იყო ამ ანსამბლთან დიდი ზომის მზის სათვალე, რომელიც მთიან კურორტზე, კოლორადოში დასვენების დროს ჰქონდა თან. ფაქტია, რომ მის სამოსს სათვალე საერთოდ არ უხდებოდა.

ჩაწერაზე გამოჩნდა კაილი ჯენერიც, რომელიც დისგან განსხვავებით აკადემიური იმიჯით იწონებდა თავს. მას კლასიკური შავი პალტო ეცვა და საქმიან ქალს უფრო გავდა, ვიდრე სკანდალური რეალითი-შოუს გმირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები