კაიროს კოპტურ ეკლესიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა.
35-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.