თბილისში, კაიროს ქუჩაზე, წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
ფაქტის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კაიროს ქუჩის მცხოვრებლებმა შეატყობინეს. ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, წვიმის შემდეგ ძლიერი წყალი მოვარდა, რამაც მიმდებარე ტერიტორია დატბორა.
ადგილზე იმყოფებიან სამგორის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და სანიაღვრე სამსახურის თანამშრომლები.